|
2015-04-27 18:25:13, 1033 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში საწვავი 5 თეთრით გაძვირდა
საქართველოში საწვავი კვლავ გაძვირდა. ნავთობიმპორტიორმა კომპანიებმა სხვადასხვა ტიპის საწვავზე ფასი 5 თეთრით მოუმატეს. 26 აპრილიდან „სოკარში“ ყველა პროდუქტი 5 თეთრით გაძვირდა. „სოკარის“ წარმომადგენელი ირაკლი ზუბიტაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ საწვავის გაძვირება საერთაშორისო ბაზარზე ბოლო ერთ თვეში ნავთობპროდუქტებზე ფასის მომატებასა და ლარის გაუფასურებას უკავშირდება. დღეს „სოკარში“ საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი: სუპერი - 1.99 ლარი, ნანო პრემიუმი - 1.89 ლარი, ევრო რეგულარი - 1.78 ლარი, ნანო რეგულარი - 1.75 ლარი, ნანო დიზელი - 1.76 ლარი, ევრო დიზელი - 1.94 ლარი. „გალფში“ კი საწვავი 5 თეთრით დღეიდან გაძვირდა. ნავთობიმპორტიორ კომპანიაში აცხადებენ, რომ ფასის მატება ბოლო კვირაში საერთაშორისო ბაზარზე ნავთოპროდუქტების გაძვირებას უკავშიდება. „გალფში“ საწვავის შეძენა შემდეგ ფასად არის შესაძლებელი: G-force პრემიუმი- 1.95 ლარი; G-force ევრო რეგულარი -1.89 ლარი; რეგულარი- 1.79 ლარი; ევრო დიზელი - 1.79 ლარი; G-force ევრო დიზელი - 1.95 ლარი; „ვისოლის“ ქსელში ფასებმა 5 თეთრით მოიმატა ეკონომ პროდუქტებზე. ამჟამად საწვავზე „ვისოლის“ ქსელში ფასები შემდეგია: ეკო სუპერი - 1.99 ლარი, ეკო პრემიუმი - 1.94 ლარი; ეკო რეგულარი - 1.81 ლარი; ეკო დიზელი - 1.94 ლარი; ეკო სუპერი 100 - 2.20 ლარი; ევრო რეგულარი -1.78 ლარი; დიზელ ენერჯი -1.79 ლარი. დღეიდან 5 თეთრით გაძვირდა „ლუკოილის“ ქსელში არსებული ყველა პროდუქტი. ამჟამად „ლუკოილში“ ევროსუპერი - 1.99 ლარი; პრემიუმ ავანგარდი - 1.89 ლარი; ევრო რეგულარი - 1.73 ლარი, ხოლო ევროდიზელი 1.89 ლარი ღირს. „რომპეტროლში“ კი საწვავის შეძენა მომხმარებელს შემდეგ ფასად შეუძლია: ეფიქსი სუპერ ევრო - 1.99 ლარი, ეფიქსი ევრო პრემიუმი- 1.87 თეთრი, ევრო რეგულარი -1.68 ლარი, ეფიქსი ევრო დიზელი - 1.89 ლარი, ხოლო ევრო დიზელი - 1.74 ლარი.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)