|
2017-09-05 06:29:13, 2248 ნახვა
საზოგადოება
საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტი საჯარო თვის ბოლოს გახდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, სექტემბრის ბოლოს, კანონპროექტი საპენსიო რეფორმის შესახებ გამოქვეყნდება და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება მისი გაცნობა. "გუშინ საპენსიო რეფორმის კანონპროექტი პრემიერთან განვიხილეთ. ფაქტობრივად ვაზუსტებთ ბოლო ნიუანსებს. ჩემი ოპტიმისტური ვარაუდით, ჩვენ თვის ბოლოს ვაპირებთ, რომ საჯაროდ გამოვაქვეყნოთ ეს კანონი. ეს იქნება სწორი. ჩვენი აზრით, რეფორმის მასშტაბურობიდან გამომდინარე, რომ ყველამ იხილოს, თუ რა არის ეს კანონპროექტი. მოგეხსენებათ მსგავსი ინფორმაცია საკანონლდებლო მაცნეზე კი ქვეყნდება ხოლმე, მაგრამ რეფორმის მასშტაბურობიდან და იმ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, რაც ამ რეფორმის გარშემოა, გვსურს, რომ ყველა კითხვა, რაც არსებობს აქედანვე დავხუროთ. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ თვის ბოლოს გამოვაქვეყნოთ კანონპროექტი, მივიღოთ კომენტარები. აქვე გეტყვით, რომ შეხვედრების ერთი რაუნდი ბიზნესასოციაციებთან, ბანკების ასოციაციებთან, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციებთან, ანუ ასე ვთქვათ, კერძო სექტორთან უკვე ჩატარებული გვაქვს. შეხვედრები სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობდა. ცოტა ხანში კი რეფორმა, კიდევ უფრო ფართო განხილვის მიზნით, საზოგადოების წინაშე გამოვა", -განაცხადა ნინო ჯავახაძემ. (NS)
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)