18:32 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 18:06:24, 579 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ნურსულთან ნაზარბაევს ყაზახეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნურსულთან ნაზარბაევს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

 „გულითადად გილოცავთ უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობაზე - ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას.

ყაზახეთის მოსახლეობის ერთობა, რომელიც წარმოჩინდა საკმაოდ მაღალი აქტივობით არჩევნებზე, წარმოადგენს არა მხოლოდ ხალხის სასარგებლოდ თქვენი მრავალწლიანი დაუღალავი შრომის, არამედ ასევე თქვენ მიერ ყაზახეთის ყოველმხრივი განვითარებისათვის დასახული მიზნების უპირობო მხარდაჭერას.

თქვენი, როგორც ბრძენი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის გამოცდილების გათვალისწინებით, ყაზახეთის ხალხმა, ეჭვგარეშეა, არჩევანი გააკეთა მშვიდობის, სტაბილურობისა და ყაზახეთის მოქალაქეთა და სრულიად რესპუბლიკის მომავალი კეთილდღეობისათვის.

იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობის გაძლიერება, მომავალშიც იქნება თქვენი ყურადღების საგანი.

ბატონო პრეზიდენტო, ვსარგებლობ რა მოცემული შესაძლებლობით, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ წარმატება თქვენს ყველა წამოწყებაში თქვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics