|
2017-09-05 06:13:52, 2485 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: ტრამპი ჩემი პატარძალი არ არის, ამიტომ იმედგაცრუებული ვერ ვიქნები
დონალდ ტრამპით იმედგაცრუებული ვერ ვიქნები, ის ჩემი პატარძალი არ არის და არც მე ვარ მისი პატარძალი ან სასიძო, - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტს, რომელმაც ვლადიმირ პუტინს ჰკითხა, რამდენად კმაყოფილია ის დონალდ ტრამპთან ურთიერთობებით. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნულ კითხვას "მიამიტური" უწოდა. "თქვენი კითხვა მიამიტურად ჟღერს, რადგან დონალდ ტრამპით იმედგაცრუებული ვერ ვიქნები, ის ჩემი პატარძალი არ არის და არც მე ვარ მისი პატარძალი ან სასიძო. ჩვენ, მეც და ტრამპიც სახელმწიფოებრივი საქმეებით ვათ დაკავებულები. ორივე ვხელმძღვანელობთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე", - დასძინა პუტინმა. მან ასევე, არაკორექტულად მიიჩნია რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების საკითხის განხილვა, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შემთხვევაში. მანამდე პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთში მდებარე აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა 455-მდე შემცირდა. ცნობისთვის, ამერიკას რუსეთს საელჩოების და საკონსულოების დახურვისკენ მოუწოდა. წინა კვირას ამერიკის მასშტაბით 3 საკონსულო დაიხურა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)