2017-09-05 02:37:48, 2988 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს ქარიშხალი „ირმა“ უახლოვდება - ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს ახალი ციკლონი უახლოვდება, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ქარიშხალ "ირმას" გამო, შტატ ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
როგორც მედია წერს, აღნიშნულ ქარიშხალს სიმძლავრის მეოთხე კატეგორია აქვს მინიჭებული.
BBC იტყობინება, რომ „ირმა“ კარიბის ზღვის აუზის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულებს დღეს დაატყდება თავს.
საგანგებო მდგომარეობა პუერტო რიკოშიც არის გამოცხადებული.
ავტორი: ,