|
2017-09-05 02:19:01, 2050 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ INSPIRE-ის კონფერენციაზე საქართველოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ მოხსენება წარადგინა
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მარი ხარძიანი გერმანიის ქალაქ კელში INSPIRE-ის ყოველწლიურ კონფერენციას ესწრებიან. საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ კონფერენციაზე სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვასა და საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ მოხსენება წარადგინა. კონფერენციის მონაწილეების განსაკუთრებული დაინტერესება უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცესში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებამ გამოიწვია. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ ინოვაციას უძრავი ქონების რეგისტრაციაში იყენებს. საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა მონაწილეებს სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ მიღებული გამოცდილება და სამომავლო გეგმები გაუზიარეს. INSPIRE-ის ყოველწლიური კონფერენცია ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიებაა როგორც ევროპის სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის, ისე, ზოგადად, გეოსივრცითი ინფორმაციის სფეროში, რომელიც წელს გერმანიის ქ. კელში და საფრანგეთის ქ. სტრასბურგში იმართება. მასში გეოსივრცითი ინფორმაციის სფეროს წამყვანი ექსპერტები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, გეოსივრცითი მონაცემების მსხვილი მწარმოებლები და სერვისების მიმწოდებლები მონაწილეობენ, მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას და დარგის სიახლეებს ეცნობიან. საერთაშორისო კონფერენცია ევროკომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრის (JRC), ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA), გერმანიისა და საფრანგეთის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების ორგანიზებით ტარდება. საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მოხსენება საქართველოში ეროვნული სივრცითი ინფრასქტუქტურის განვითარების შესახებ, კონფერენციის ორგანიზატორების ინიციატივით, კონფერენციის შემაჯამებელ ანგარიშშიც დაიბეჭდება, სადაც საქართველოს მიღწევები საუკეთესო პრაქტიკის მქონე სხვა ქვეყნების მაგალითებთან ერთად იქნება განხილული. კონფერენცია 8 სექტემბერს დასრულდება.
(NS)
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)