|
2015-01-15 13:01:17, 2938 ნახვა
პოლიტიკა
გიგაური: თუ პოლიტიკური ძალა თვლის, რომ კანდიდატი მასთან უნდა შეთანხმდეს, საზოგადოების ინტერესებით არ ხელმძღვანელობს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ პოლიტიკური ძალა თვლის, რომ კანდიდატი მასთან უნდა იყოს შეთანხმებული, იგი საზოგადოების ინტერესებით არ ხელმძღვანელობს. გიგაურის განმარტებით, ადამიანი, რომელიც კანდიდატად იქნება წარმოდგენილი, რომელიმე პოლიტიკური გუნდის ინტერესებს არ უნდა ატარებდეს. „მე ვფიქრობ, რომ თუ კი პოლიტიკური ძალა თვლის, რომ მასთან უნდა იყოს შეთანხმებული კანდიდატი, არ ხელმძღვანელობს საზოგადოების ინტერესებით. ადამიანი, რომელიც იქნება წარმოდგენილი კანდიდატად, იგი რომელიმე პოლიტიკური გუნდის ინტერესებს არ უნდა ატარებდეს. იგი უნდა ატარებდეს საზოგადოების ინტერესებს და ზუსტად ეს იქნება შედეგი იმისა, რომ ჩვენ მივიღებთ მიუკერძოებელ სასამართლო სისტემას, რომლის მიმართაც საზოგადოებას მაღალი ნდობა ექნება“, - განაცხადა ეკა გიგაურმა. აღნიშნული განცხადებით გიგაური საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უზენაესი სასამართოს თავმჯდომარეობის კანდიდატი მათთან უნდა იყოს შეთანხმებული. რაც შეეხება არასამთავრობოების მხრიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენას, გიგაურის განცხადებით, კოალიცია „გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ დღეს არ წარადგენს კანდიდატურას, რადგან მიაჩნიათ, რომ პირველ რიგში უნდა შეთანხმდნენ კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შეირჩევა. პრეზიდენტთან შეხვედრას 21 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შეხვედრაში მონაწილეობენ: ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხები კახა კოჟორიძე და საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე.
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას უბადრუკ წერილს უწოდებს
19-21 აგვისტოს საქართველოში, სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)