|
2017-09-03 03:35:57, 2090 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის კლასიკური მუსიკის მე-5 საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო
2 სექტემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest დაიწყო. ფესტივალის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო. Batumi Music Fest-ს სხვა ოფიციალურ სტუმრებთან ერთად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი ესწრებოდნენ. ტრადიციისამებრ, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე Batumi Music Fest-ი ფესტივალის დამფუძნებელმა ელისო ბოლქვაძემ ბათუმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გახსნა. ქართველ პიანისტთან ერთად სცენაზე გამოვიდა ვიოლონჩელისტი ალექსანდრ ჩაუშიანი. ორკესტრს დავით მუქერია უწევდა დირიჟორობას. საღამოზე აჟღერდა რიჰარდ ვაგნერის ოპერა "რიენცის" უვერტიურა, სენ-სანსის კონცერტი ვიოლონჩელოსა და ორკესტრისთვის და ბეთჰოვენის №1 საფორტეპიანო კონცერტი. კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest, რომელიც ბათუმში 2-8 სექტემბერს გაიმართება, სცენაზე შეკრებს როგორც ცნობილ მუსიკოსებს, ისე სხვადასხვა ქვეყნის ვარსკვლავებს. რიგით მეხუთე საიუბილეო ფესტივალი, რომლის ავტორია ცნობილი ქართველი პიანისტი და "იუნესკოს არტისტი მშვიდობისთვის" ელისო ბოლქვაძე, იუნესკოს პატრონაჟით ტარდება — ეს საქართველოს ფესტივალების ისტორიაში პირველი შემთხვევაა. (NS)
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)