|
2015-04-27 16:15:10, 1007 ნახვა
ეკონომიკა
პაატა შეშელიძე: ლარის დასტაბილურებისათვის ხელისუფლებამ სამთავრობო პროექტებზე უარი უნდა თქვას
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის, პაატა შეშელიძის შეფასებით, ლარის კურსის დასტაბილურებისათვის მთავრობამ გაზრდილ ხარჯებზე უარი უნდა თქვას, მათ შორის, სამთავრობო პროექტებზე გაწეულ ხარჯებზეც. მისივე შეფასებით, მთავრობამ ახალი რეგულაციები აღარ უნდა შემოიღოს და საგადასახადო ლიბერალიზაცია უნდა დაიწყოს. „ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, რა თქმა უნდა, ლარის კურსზე გავლენა აქვს. როდესაც რესურსები სამთავრობო პროექტებზე იხარჯება, ეს რესურსები კერძო სექტორს აკლდება. კერძო სექტორი ორიენტირებულია ეკონომიკურ ზრდაზე, სახელმწიფო კი ბიუროკრატიულ ინტერესებზე. დიდი მნიშვნელობა აქვს თანხები რა მიმართულებით იხარჯება. უამრავი დარგია, სადაც პროექტების წამოწყება კერძო სექტორსაც შეეძლო, მაგალითად ჯანდაცვის სფერო. ამას ბიზნესი უფრო ეფექტურად და ნაკლები დანახარჯებით გააკეთებდა. ბიუჯეტის კორექტირება აუცილებელია, არ გვაქვს ფუფუნება, ასეთი მაღალი ხარჯების მქონე მთავრობა შევინახოთ“, - განუცხადა შეშელიძემ "ექსპრესნიუსს". მისივე შეფასებით, ლარის გაუფასურებით გამოწვეული შედეგები უკვე სახეზეა, რაც ბევრი კომპანიიის გაჩერებასა და ზოგადად მოსახლეობაში შემოსავლების შემცირებაში მდგომარეობს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)