|
2017-09-02 05:37:40, 2956 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის შს სამინისტრო: დავით სააკაშვილი გაიგზავნება ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მოისურვებს, მას ასევე ჯარიმა დაეკისრება
უკრაინის სამართალდამცველებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა კიევის საიმიგრაციო სამსახურში გადაიყვანეს, - ამის შესახებ Interfax-ი იუწყება, ამასთან, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. "ჩვენ არ დაგვიკავებია. კიევის ეროვნულმა პოლიციამ უზრუნველყო საქართველოს მოქალაქის მიყვანა საიმიგრაციო სამსახურის ორგანოებში", - აცხადებენ შს უწყებაში. შს სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის არტიომ შევჩენკოს განცხადებით, დავით სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიას დატოვებს, რადგან მიმდინარე წლის მარტში მას ბინადრობის უფლება გააუქმდა. მისივე განმარტებით, ბინადრობის უფლების გაუქმება მუშაობის უფლების წართმევამ განაპირობა. "ჯერ კიდევ მაშინ დავით სააკაშვილი ინფორმირებული იყო უკრაინაში ცხოვრების საფუძვლის არქონის შესახებ. თუმცა, მან დადგენილ ვადაში არ დატოვა ქვეყნის ტერიტორია და უკრაინაში არაკანონიერად იმყოფებოდა“, - აღნიშნა არტიომ შევჩენკომ. შვჩენკოს ინფორმაცით, ახლა მიღებული იქნება გადაწყვეტილება დავით სააკაშვილის ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ის მოისურვებს, გაგზავნაზე და ასევე ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)