|
2017-09-02 04:04:21, 2673 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი დააკავეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი უკრაინაში დააკავეს, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მის ძმას უკრაინაში ბინადრობის უფლება ჰქონდა. მისივე თქმით, ის დღეს დილით, სახლიდან გამოსვლის დროს დააკავეს. "დღეს გამთენიისას, კიევში ავაკოვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩემი ძმა დავით სააკაშვილი მაშინ დააკავა, როდესაც ის სახლიდან გამოდიოდა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. ის იურისტია და მას ჰქონდა უკრაინაში ბინადრობის უფლება. ალბათ ასეთი ქმედებებით უნდათ, რომ ჩემზე გავლენა იქონიონ, იმისათვის, რომ არ დავბრუნდე. თქვენ ძალიან ცუდად მიცნობთ. ამგვარი ქმედება კიდევ უფრო აძლიერებს ჩემს რწმენას და გამბედაობას უკრაინისთვის ბრძოლაში, იმისთვის, რომ დავიცვა ეს ქვეყანა, დავიცვა უკრაინელები "ბარიგებისგან" და უკანონობისგან. ამავდროულად, გუშინ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე სასაზღვრო პუნქტებთან მობილური ჯგუფები გამოგზავნეს. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ადგილობრივ მებაჟეებს არ ენდობიან. ამ მობილური ჯგუფების მიზანია, არ მომცენ საშუალება საზღვარზე გავიარო და პასპორტი წამართვან. რას ვიზამთ, შევხდებით საზღვარზე", - წერს სააკაშვილი. ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა იმ ავტომობილის ფოტოც გამოაქვეყნდა, რომლითაც მისი ძმა გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)