|
2015-04-27 15:11:25, 644 ნახვა
საზოგადოება
თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობა ადგილზე ხეების მოჭრის გამო, პასუხისმგებლობას ბიძინა გიორგობიანს აკისრებს
თბილისში, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს ხმაური იყო. ადგილობრივმა მოსახლეობამ თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერში მიმდინარე მშენებლობის გამო, ხეების მოჭრა გააპროტესტა. მოსახლეობა ხეების მოჭრაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერსა და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსს, ბიძინა გიორგობიანს აკისრებს. ადგილობრივების მხარდასაჭერად იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც მივიდა. ელისაშვილს თავდაპირველად ტერიტორიაზე, სადაც ხეები მოიჭრა, არ უშვებდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა. დეპუტატის განცხადებით, ამგვარი ნებართვის გაცემის შემდეგ, ბიძინა გიორგობიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს. არსებული ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩაზე კომპანია "არქი ჯგუფი" პროექტ "გრინ სითის" ახორციელებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)