|
2017-09-01 08:39:48, 1994 ნახვა
საზოგადოება
პირადობის მოწმობის უფასოდ მიღების მორიგი აქციით 100 000-მდე ადამიანმა ისარგებლა
ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღების მიზნით გამოცხადებული მორიგი აქციით ამ დრომდე 100 000-მდე ადამიანმა ისარგებლა. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საარჩევნო სიის დახვეწის პროექტის ფარგლებში, აქცია 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ აქციის მიმდინარეობა შეაფასა და მოქალაქეებს აქციით სარგებლობის პირობები გააცნო. პირადობის მოწმობის აღება უფასოდ შეუძლიათ მოქალაქეებს: რომელთაც არ გააჩნიათ არცერთი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი); რომელთა რეგისტრაციის მისამართი ფიზიკურად აღარ არსებობს (არასრული/არარსებული ან ლიკვიდირებული მისამართი); მონაცემთა ბაზაში უსურათო/უხარისხო ჩანაწერის მქონე მოქალაქეებს; რეგისტრაციიდან მოხსნილ საქართველოს მოქალაქეებს; მისამართის გარეშე რეგისტრირებულ პირებს, თუ ისინი რეგისტრაციას გაივლიან იდენტიფიცირებად მისამართზე. აქცია შეეხება სრულწლოვან მოქალაქეებს და იმ პირებს, რომელთაც აქციის დასრულებამდე უსრულდებათ 18 წელი. იმისათვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები თავისუფლდებიან როგორც საბუთის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა გაბარათიანება ხელს უწყობს მონაცემთა ბაზების დახვეწასა და საარჩევნო სიების სრულყოფას. პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლის ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ ან შეღავათიან ფასად (საფასურის 50%) გაცემის მიზნით ამ დრომდე არაერთი აქცია განხორციელდა, რომელთა ფარგლებშიც უკვე 1 000 000-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ მიიღო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 000 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას, რომელიც ეროვნული, ევროპული და უსაფრთხო სახელმწიფო დოკუმენტია. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 10 აპრილიდან 29 აპრილამდე გამართული აქციით 28 906-მა ადამიანმა ისარგებლა. გარდა ამისა, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის გამოცხადებული აქციის ფარგლებში 147 116-მა უსაბუთო და 10 063-მა რეგისტრაციიდან მოხსნილმა პირმა უფასოდ მიიღო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. აქციის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის ვებგვერდებზე (sda.gov.ge; psh.gov.ge); სკაიპის მისამართსა (sda.gov.ge) და ტელეფონის ნომრებზე: 2 405 405 და 240 10 10.
(NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)