|
2017-09-01 08:30:26, 2208 ნახვა
კომენტარი
მერის მოადგილე: მთაწმინდაზე 6 სახანძრო მანქანა და 60-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს
თბილისის მერის მოადგილის გიორგი ნიკოლეიშვილის განცხადებით, მთაწმინდაზე ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზირებულია. როგორც ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, მთაწმინდაზე ხანძრის შედეგად დაახლოებით 2 ჰექტარი მიწაა დამწვარი. მისივე თქმით, ხანძრის ქრობის პროცესსში საგანეგბო სიტუაციების მართვის სააგენტოს 6 სახანძრო მანქანა და 60-მდე მეანძრე-მაშველი მონაწილეობს. „ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზირებულია, ამ ჯერად მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები რათა ხანძარი საბოლოოდ იქნეს ლიკვიდირებული. იწვოდა მთაწმინდის პარკის მიმდებარე ფერდობი, დაახლოებით 2 ჰექტარი. ცეცხლი ეკიდა ძირითადა ბუჩქებს და ბალახებს. ხანძრის ქრობაში მონაწილეობას იღებდა საგანგებო სამაშველო სამსახურის 6 სახანძრო მანქანა და 60-მდე მეხანძრე. ცეცხლის ქრობის პროცესსში მსუბუქად დაშავდა ერთი მეხანძრე, მას აღმოუჩინეს სასწრაფო სამედცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“- აღნიშნა გიგა ნიკოლეიშვილმა შეგახსენებთ, რომ ხანძარი მთაწმინდაზე დღეს დღის პირველ ნახევარში გაჩნდა, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შსს-ს ვერტმფრენიც.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)