|
2017-09-01 07:45:20, 2154 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო კონკურსში „20th Japan Wine Challenge 2017" ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ, აზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსში „20th Japan Wine Challenge 2017" ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა. კერძოდ, კომპანია „ჩიგოგიძე ვაინს"-ის „საფერავი 2015"-მა მოიპოვა კონკურსის უმაღლესი ჯილდო - პლატინის მედალი და რეგიონალური „ტროფი", როგორც საუკეთესო წითელი ღვინო საქართველოდან. კონკურსზე სულ 19-მა ღვინომ მოიპოვა პლატინის მედალი. 2 ოქროს მედალი მოიპოვა „ვაზიანი კომპანის" ხაზის „მაყაშვილის მარნის" ღვინოებმა „მწვანე 2016" და „ხიხვი 2016". „ხიხვი 2016"-მა ასევე დაიმსახურა რეგიონალური „ტროფი", როგორც საუკეთესო თეთრმა ღვინომ საქართველოდან. ვერცხლის მედლები მოიპოვა კომპანია „ბადაგონის" „GAU#5 WHITE ONE 2015"-მა და „ჩიგოგიძე ვაინს"-ის „ალექსანდროული 2015"-მა. ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა ასევე „ბადაგონის" სამი ღვინო: „BADAGONI BRUT 2015", "MAESTRO SAPERAVI 2015" და „SAPERAVI RESERVE 2010". კონკურსში მონაწილოებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე კომპანიის 1700 ღვინო. წარმოდგენილ ღვინოებს მსოფლიოს 30 ქვეყნიდან მოწვეული პროფეიონალი აფასებდა, მათ შორის, საფრანგეთის, ავსტრალიის, ავსტრიის, ჩილეს, იტალიის, ახალი ზელანდიის და სხვა ქვეყნების წარმომადგელები. ჯილდოების გადაცემის ცერემონიალი გაიმართება მიმდინარე წლის ნოემბერში, ან 2018 წლის თებერვალში. „ტროფის" ჯილდოების გადაცემის ცერემონიაში იაპონიის პრინცესა ტაკამადო მიიღებს მონაწილეობას. მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე, სადაც ღვინის ეროვნულ სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს. (NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)