|
2017-09-01 06:18:12, 1958 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში მეწარმეები არჩევანს შემოსავლების ოპტიმიზაციის მიმართულებაზე აკეთებენ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით ქართველ მეწარმეებში პრიორიტეტები შეიცვალა და მათთვის უფრო ღირებული შემოსავლების ოპტიმიზაცია გახდა. სწორედ აქედან გამომდინარე მიმდინარე წლები სოფლის მეურნეობისათვის გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს. შეიცვალა ძირითადი ტენდენცია; კერძოდ, თუ ადრე სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები ტრადიციული კულტურების თესვაზე აკეთებდნენ არჩევანს, იმის მიუხედავად შეესაბამებოდა თუ არა მიწის თვისებები დათესილ კულტურას, ბოლო წლებში მათი მიდგომა შეიცვალა და ფერმერებმა შემოსავლების ოპტიმიზაციის მიზნით კულტურების ჩანაცვლება დაიწყეს. ასევე ქვეყანაში გაიზარდა დაინტერესება სასათბურე ტექნოლოგიების მიმართულებით, ბოლო 4 წლის მანძილზე თითქმის გაორმაგდა სათბურების რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ 2013-2016 წლებში მიმდინარეობდა მცირემიწიანი ფერმერების ხელშეწყობის პროგრამა, რაც პირდაპირ იყო მიმართული მიწის დამუშავებისაკენ და ბუნებრივია ნათესი ფართობების შედარებით მაღალ მაჩვენებელს იწვევდა. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირების სისტემა ყოველწლიურად კლებად ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებდა, ხოლო 2017 წელს აღნიშნული პროგრამა აღარ განხორციელებულა და შესაბამისად მიმდინარე წელსაც ფართობების შემცირების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ეს ფაქტორიც არის. ასევე მაღალი პროდუქტიულობის უზრუნველსაყოფად საჭიროა შესაბამისი სათესლე მასალა, მაღალი ხარისხის სასუქი და პესტიციდები, რაც უფრო ძვირია ფერმერისათვის. მაგრამ მაღალი მოსავლიანობა უფრო მომგებიანია, ვიდრე უფრო მეტ ფართობზე მოყვანილი დაბალი მოსავლიანობა. პროდუქტიულობის ზრდის მაგალითებიც გვაქვს სახეზე. მაგალითად ხორბლის შემთხვევაში, რომელიც მუდმივად 2 ტონაზე ნაკლები იყო, 2015 და 2016 წლებისათვის კი 2.6 ტონას შეადგენდა, ასევე მაღალი მაჩვენებელია მოსალოდნელი მიმდინარე წლისათვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევის მონაცემებით წელს მოსავალი 3 ტონამდე მიაღწევს. სოფლის მეურნეობის სფეროში ამ დადებითი ტენდენციებისა და გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით, სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით 2017 წელს საქართველოში ერთწლიანი კულტურების ნათესების ფართობი მხოლოდ 10% -ით არის შემცირებული. თუმცა გარდამავალი პერიოდის შემდეგ მოსალოდნელია გარკვეულ დონეზე საქმიანობის ოპტიმიზაცია და დამუშავებული მიწის ფართობის ზრდა. (NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)