|
2015-04-27 15:09:04, 650 ნახვა
საზოგადოება
C ჰეპატიტის პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია ხვალიდან იწყება
C ჰეპატიტის პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია ხვალიდან იწყება. პროგრამაში რეგისტრაციის დეტალებზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მოქალაქეებმა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ თბილისში:- სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებსა და ცენტრალურ ოფისში, რეგიონებში კი სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრებში (ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, თელავი, ახალციხე, გორი, რუსთავი, ამბროლაური,ბათუმი). დოკუმეტაციაში წარმოდგენილ უნდა იყოს : პირადობის მოწმობის ასლი, ფორმა 100, ბოლო პერიოდში ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები - HCV- რნმ-ის რაოდენობრივი, გენეტიკური ტიპის, ღვიძლის ფიბროზის ხარისხის კვლევები, ასევე სისიხლის საერთო ანალიზი, ALT, AST, HbsAg, anti-HBs,G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი, INR, ANA, TSH, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა. პირველ ეტაპზე პროგრამას ემსახურება 3 კლინიკა: 1.ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი(ალ.ყაზბეგის 16), 2.„ჰეპა" (ლუბლიანას 18/20), 3. „ნეოლაბი"- (ნუცუბიძის ქ. 8). დოკუმენტაციისათვის საჭირო ფორმა 100 პაციენტებმა სწორედ ამ კლინიკებიდან უნდა წარმოადგინონ. ეტაპობრივად, პროგრამას სხვა კლინიკებიც შემოუერთდებიან, მათ შორის რეგიონებშიც. პირველ ეტაპზე პროგრამაში ჩაერთვებიან პაციენტები, რომელთა ღვიძლის მდგომარეობა რთულია და აკმაყოფილებენ პროგრამის პირველ ეტაპზე ჩასართვ კრიტერიუმებს. კომისია, რომელიც განსაზღვრავს მოხვდება თუ არა პაციენტი პროგრამის პირველ ეტაპზე უკვე ხუთშაბათს შეიკრიბება. საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა და ინფორმაცია კლინიკების შესახებ განთავსდება ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე- WWW.MOH. GOV.GE
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)