00:19 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 03:00:15, 2116 ნახვა

კომენტარი
სახალხო დამცველი: ე.წ. ციანიდის საქმეში უპრეცედენტო ხასიათის დარღვევები იყო

ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ესწრება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოცემულ საქმეზე საბოლოო დასკვნას უახლოესი დღეების განმავლობაში გამოაქვეყნებენ.

თუმცა მანამდე, ნანუაშვილი ამბობს, რომ დაკავების პირველივე დღიდან, უპრეცედენტო ხასიათის დარღვევები გამოიკვეთა.

ამასთან, ომბუდსმენის შეფასებით, სასამართლო პროცესების სრულად დახურვის აუცილებლობა არ არსებობდა. მისივე თქმით, მიზანშეწონილი იქნებოდა, მაქსიმუმ ორი პროცესი დახურულიყო.

„ჩვენ ვერ დავინახეთ საჭიროება იმისა, რომ ეს პროცესი სრულად დახურულიყო. მხოლოდ ერთი, მაქსიმუმ ორი სხდომა იყო ისეთი, სადაც შეიძლებოდა ინფორმაციის გამო, სხდომის დახურვა ყოფილიყო მიზანშეწონილი. დარღვევები იყო დაკავების პირველივე დღიდან უპრეცედენტო ხასიათის. ჩვენ ამაზე დეტალურად ვისაუბრებთ აუცილებლად ჩვენს დასკვნაში“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ „სასამართლო გაითვალისწინებს ყველა ხარვეზს და დარღვევას, რომელიც დაკავების დღიდანვე გამოვლინდა საქმეში და განაჩენი სამართლიანი იქნება“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics