|
2017-08-31 01:52:02, 2096 ნახვა
საზოგადოება
პრემიერის ინიციატივით, ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან ბრძოლაში მონაწილე ადამიანები წახალისდებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრს პრემირების საკითხის უმოკლეს დროში გადაწყვეტა დაავალა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სტიქიასთან ბრძოლაში ჩართული ადამიანები უნდა წახალისდნენ: "ბორჯომის ხეობაში, წაღვერის მახლობლად საკმაოდ მასშტაბური ხანძარი ჩაქრა ძალიან ბევრი ადამიანის ძალისხმევით. ეს იყო ერთობლივი ძალისხმევა, ძალიან კოორდინირებული მუშაობა ბევრი სახელმწიფო და კერძო უწყების. მინდა ყველა ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც იქ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ებრძოდა მართლაც გამძინვარებულ სტიქიას, მასშტაბი ახლა ფასდება და საკმაოდ დიდი იყო მასშტაბი, ეს იყო 3 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც ჩაქრობაში მონაწილეობდა. ეს იყო ჩვენი მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელბი, პოლიციელები, ჯარისკაცები, ექიმები, ასევე ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ჩვენი მოსახლეობის ნაწილი და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს ტექნიკით. ერთობლივი ძალისხმევით შევძელით, რომ პირველ რიგში ადამიანების სიცოცხლე და ქონება გადაგვერჩინა და ასევე ტყის ძალიან დიდი მასივი გადავარჩინეთ. ეს რისკი ნამდვილად არსებობდა და ვფიქრობ, ღირსეულად დავძლიეთ ეს გამოწვევა. ასეთი გამოწცვევის დროს შესაბამისი დასკვნების გამოტანაა საჭირო. ფინანსთა მინსიტრს მინდა დავავალო, რომ პრემირების საკითხი უმოკლეს დროში მოგვარდეს, ვინც იყო ამ სტიქიაში ჩართული, მათ ნადმვილად ეკუთვნით წახალისება და ეს არის ბუნებრივი”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)