2017-08-29 06:58:18, 2191 ნახვა
კომენტარი
უგულავას შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან რუსეთისთვის დახმარების თხოვნა დაუდევარი გადაწყვეტილებაა
"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან რუსეთის ფედერაციისთვის დახმარების თხოვნა დაუდევარი გადაწყვეტილებაა.
"მეგობრებს უნდა მიმართოთ პირველ რიგში, პარტნიორებს უნდა მიმართოთ პირველ რიგში და არა მტრულ სახელმწიფოს. ხაზს ვუსვამ, თავისთავად როცა არანაირი საშუალება არ არის რა თქმა უნდა შეიძლება ყველა ჩაერთოს. მაგრამ ამ შემთხვევაში, მოვლენების წყობა გვანახებს, რომ არაკომპეტენტურობა, დაუდევრობა, მოხდა სწორედ მაშინ როდესაც თავიდანვე მასშტაბები არ გათვალეს", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ავტორი: ,