17:51 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 11:43:03, 425 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში წელს 13 ახალი საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება

2015 წლის იანვარში საქართველოს მასშტაბით ოთხ სოფელში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაიწყება.

ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

"ჩვენ გვაქვს კარგი ამბავი სოფლის მოსახლეობისთვის. გადავწყვიტეთ,  2015 წელს 13 სოფელში აშენდეს საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც ჩვენი სოფლის მოსახლეობა 200-მდე საჯარო და კერძო სერვისს მიიღებს.  დღეს მივიღეთ თანხმობა მთავრობისგან, რომ იანვარშივე დაიწყოს მშენებლობა გურიაში, კერძოდ, ქვემო ნატანებში. საოკუპაციო ზოლთან სამეგრელოში, სოფელ ორსანტიაში, დაბა კაზრეთსა და ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში. რა თქმა უნდა, ჩვენ სოფლები შევარჩიეთ იანვარ-თებერვლისთვის, სადაც კლიმატი ამის საშუალებას მოგვცემს და შემდეგ დანარჩენის მშენებლობაც დაიწყება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდეს. ეს საშუალებას მოგვცემს, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების სოფლად დამაგრებას და იქვე საქმიანობის წარმოებას, რადგან საზოგადოებრივ ცენტრებში ჩვენ ვაკეთებთ მათთვის ბიბლიოთეკას, უფასო ინტერნეტს და სხვა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. დაბადების მოწმობის, პირადობის დამადასტურებელი საბუთის, ქონების რეგისტრაციისა და საბანკო მომსახურებით სარგებლობისათვის ადგილობრივ მცხოვრებთ მუნიციპალურ ცენტრში წასვლა აღარ მოუწევთ. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში ადგილობრივი კადრები დასაქმდებინ.  საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა.

საზოგადოებრივი ცენტრები ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის. მათ საშუალება ექნებათ, კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიება. ცენტრებში განთავსებულია გამგებლის წარმომადგენლის ოფისიც.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის, „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დღესთვის საქართველოს მაშტაბით 17–ი საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია ყვარელწყალი/დუისის, მუხაესტატეს, შაშიანის, სართიჭალის, გომის, ჭალადიდის, რუისის, ხევის,  კოდას,  მანგლისის, ნიგოითის, ჯვრის, ფოკის, შორაპნის, გეგუთისა და მეჯვრისხევის მოსახლეობას. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics