22:28 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-25 18:24:30, 822 ნახვა

მსოფლიო
არსებული ინფორმაციით, ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.
როგორც „რუსთავი 2“- თან საუბარში  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  ინდოეთში, ტაილანდში, შრი-ლანკაში, ბანგლადეშსა და ნეპალში ლევან ნიჟარაძემ აღნიშნა საელჩოს საქართველოს მოქალაქეები არ დაკავშირებია.
„ქართველებიდან არავინ არ დაგვკავშირებია, ტურისტებიდან არცერთი ზარი არ შემოსულა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე ტურისტული ჯგუფი არის.  ჩვენ მზად ვართ, ცხელი ხაზი გახსნილია, საელჩო მობილიზებულია საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს დახმარება, რომ აღმოვუჩინოთ. რაც შეეხება გამოფრენას, ჩვენი ინფორმაციით დასაფრენი ბილიკი დაზიანებული არ უნდა იყოს, თუმცა აეროპორტი ჩაკეტილი იყო, შეწყვიტა მუშაობა“,-განაცხადა ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ, ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს მახლობლად ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დაზუსტებული მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 7.9 ბალს შეადგენდა. ბოლო მონაცემებით ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics