|
2017-08-18 15:42:37, 2240 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა ესპანეთის შს მინისტრს სამძიმრის წერილი გაუგზავნა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ესპანეთის სამეფოს შინგან საქმეთა მინისტრს, ხუან იგნასიო ზოიდო ალვარეზს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. „შეძრული ვარ უკანასკნელი მოვლენებით და უდიდეს მწუხარებას გამოვხატავ იმ უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლის გამო, რაც ესპანეთის სამეფოში, ბარსელონაში, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს მოჰყვა. გთხოვთ, ჩემი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენი ფიქრები დღეს დაღუპულებთან, მათ ოჯახებსა და ახლობლებთან, ესპანელ ხალხთან არის. ტერორიზმი არის უდიდესი გამოწვევა, რომელსაც ყოველდღიურად უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა პრინციპულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენი თავისუფალი და ღია საზოგადოებისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო გაერთიანებულია იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს ისეთ ბოროტებას, როგორიც არის ტერორიზმი. ბარსელონას ტრაგედია არის მორიგი სიგნალი, როდესაც ჩვენ მტკიცე ზომების მიღება გვმართებს ამ სისასტიკის შესაჩერებლად. ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ესპანეთის სამეფოს მთავრობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამავდროულად, მტკიცედ გვწამს, რომ ვერაფერი აღუდგება წინ ესპანელი ხალხის სწრაფვას თავისუფლების, უსაფრთხოებისა და განვითარებისაკენ“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში. (NS)
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)