|
2015-04-25 15:06:14, 438 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: წყალტუბო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ კურორტად უნდა გარდავქმნათ
„იმერეთის რეგიონში გამორჩეულად პერსპექტიულია წყალტუბოს პოტენციალი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ წყალტუბოს სპა- კურორტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ კურორტად გარდავქმნათ“, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის - "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. „დღეს წყალტუბოში ვიყავით და მიმდინარე სამუშაოები დავათვალიერეთ. კურორტზე 38 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვახორციელებთ, ეს არის პარკის მოწესრიგება, ვაკეთებთ ტბას და უნიკალური კურორტი გამოდის. წყალტუბოს რესურსი სრულიად გამოუყენებელია. იმერეთის რეგიონში გამორჩეულად პერსპექტიულია წყალტუბოს პოტენციალი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად იყოს ათვისებული, რომ წყალტუბოს სპა-კურორტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ კურორტად გარდავქმნათ, ვინაიდან ამის ბუნებრივი რესურსები გვაქვს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საპარტნიორო ფონდმა მთავრობის დავალებით წყალტუბოს განვითარების გეგმა უკვე შეიმუშავა. პრემიერმა ბიზნესმენებს წყალტუბოთი დაინტერესებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ კურორტის განვითარებით ბევრი უცხოური კომპანიაა დაინტერესებული, მათ შორის ფრანგული „Vichy“.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)