17:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-18 12:48:21, 2435 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: ინტერპოლმაც უარი განაცხადა ჩემი დაკავების ორდერის გაცემაზე - უკრაინაში შესვლის უფლება მაქვს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიტანული ტელეარხის BBC-ის გადაცემა Hard Talk-ში მიიღო მონაწილეობა და წამყვანის სტივენ საკურის კითხვებს უპასუხა.

საკურმა გადაცემა შემდეგი კითხვით დაიწყო - "არის თუ არა ეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის დასასრული?". ამასთან, წამყვანი დაინტერესდა, თუ რატომ იმყოფება ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი პოლონეთის დედაქალაქში.  

 მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი სახლი უკრაინაშია და ის ქვეყანაშ დაბრუნებას აპირებს. მისი განმარტებით ვარშავაში მეგობრებმა დაპატიჟეს.

"მე მაქვს სახლი უკრაინაში, ეს ჩემი მუდმივი საცხოვრებელი ადგილია, ასევე მაქვს სახლი საქართველოში, ხოლო პოლონეთში იმიტომ ვიმყოფები, რომ ჩემმა პოლონელმა მეგობრებმა დამპატიჟეს. ასევე აქ იმიტომ ვარ, რომ ახლოსაა უკრაინასთან და აქედან ვაპირებ უკრაინაში დაბრუნებას, რაც მე 10 სექტემბრისთვის დავაანონსე", - აღნიშნა სააკაშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, როგორ შეძლებს ის უკრაინაში დაბრუნებას, თუ მოქალაქეობა არ გააჩნია, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქეობა მას უკანონოდ წაართვეს.

"მე მაქვს უკრაინაში შესვლის უფლება. თუნდაც რომ მოქალაქეობის გარეშე პირი ვიყო, უკრაინის კონსტიტუციით ვსარგებლობ ყველა უფლებით. შეგახსენებთ, რომ პოროშენკომ მოქალაქეობა უკრაინის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევით ჩამომართვა. მე უკრაინაში დაბრუნებას ვაპირებ, რათა სასამართლოში ჩემი უფლებებისთვის ვიბრძოლო", - დასძინა ოდესის ოქლსი ყოფილმა გუბერნატორმა.

ამის შემდგე, სტივენ საკური ყოფილ პრეზიდენტთან დებატებში ჩაერთო და აღნიშნა, რომ უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში ამოქმედდება საქართველოს საექსტრადიციო მოთხოვნა და მას ოფიციალურ თბილისს გადასცემენ. გარდა ამისა, წამყვანმა მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის მოვლენები გაახსენა.

"ოფიციალური კიევის თქმით, თუ შეეცდებით ქვეყანაში დაბრუნებას, ისინი განიხილავენ საექსტრადიციო მოთხოვნას საქართველოში გაგზავნასთან დაკავშირებით. შუამავლობის გარეშე რატომ არ წახვალთ თბილისში და არ წარსდგებით სასამართლოს წინაშე“, - მიმრთა წამყვანმა სააკაშვილს.

"რადგან მე ვარ მოქმედი და წარმატებული უკრაინელი პოლიტიკოსი, მზარდი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ძალიან ბევრი მხარდამჭერი მყავს. როდესაც საუბრობთ ე.წ. ბრალდებებზე, მათ არ აღიარებს არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში, ინტერპოლმაც უარი განაცხადა ჩემი დაკავების ორდერის გაცემაზე", - უპასუხა სააკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics