|
2017-08-18 12:20:35, 2225 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და ინოვაციების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა“ და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მათივე ინფორმაციით, თბილისის ტექნოპარკში დოკუმენტს ხელი მოაწერეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ და დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა თათია ხოჭოლავამ. მემორანდუმში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის რეფორმის 4-პუნქტიანი გეგმის მიხედვით, ინოვაციების ხელშემწყობი პროგრამების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. თანამშრომლობის მიზანია ერთობლივი ღონისძიებების/პროგრამების განხორციელების გზით, დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამების ბენეფიციარებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება. ერთობლივ პროექტებში/პროგრამებში ჩერთვებიან სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ 29 წლამდე ასაკის ბენეფიციარები, რომლებიც ტექნოლოგიურ ინოვაციებზე ორიენტირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან. უფრო მეტიც, აღნიშნული თანამშრომლობის თანახმად ისინი შეძლებენ საკუთარი ინიციატივების/იდეების განხორციელებასა და განვითარებას. მხარეების შეთანხმებით იგეგმება საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების, მასტერკლასებისა და სხვადასხვა ტიპის კონკურსების ორგანიზება დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები სააგენტოს სასწავლო პროგრამებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვებიან. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამები არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ მოზარდებს ეთმობა. აღსანიშნავია, რომ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა” და სსიპ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვთ. ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებისთვის რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება უკვე გაიმართა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახალგაზრდებთან სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. (NS)
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
1988 წლიდან პირველად დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ ტეხასში გაიმარჯვა
დემოკრატებმა კანზასის შტატის სენატის არჩევნებში პირველად 94 წლის შემდეგ გაიმარჯვეს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)