09:08 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-17 21:28:56, 2305 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი: ესპანეთში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო შეძრწუნებული ვარ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესპანეთში, ქალაქ  ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ  აქტს  გამოეხმაურა.

პრეზიდენტმა ესპანეთის ხელისუფლებას და დაღუპულთა ოჯახებს თანადგომა გამოუცხადა.

„შეძრწუნებული ვარ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ.
ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ესპანეთის ხელისუფლებას და ხალხს“,-ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
1988 წლიდან პირველად დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ ტეხასში გაიმარჯვა
დემოკრატებმა კანზასის შტატის სენატის არჩევნებში პირველად 94 წლის შემდეგ გაიმარჯვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics