|
2017-08-17 21:26:43, 2568 ნახვა
მსოფლიო
ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილების კუთვნილი მეორე მიკროავტობუსი ქალაქის შემოგარენში იპოვეს
მეორე მიკროავტობუსი ბარსელონას შემოგარენში იპოვნეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პოლიციამ ავტომობილში ესპანური პასპორტი აღმოაჩნა. ცნობისთვის, მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბარსელონაში მომხდარ ტერაქტი ორი მმიკროავტობუსი მონაწილეობდა. კერძოდ კი, ერთი ხალში შეიჭრა, მეორე ავტომობილით კი, ეჭვმიტანილები მიიმალნენ. გარდა ამისა, პოლიცია მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, რომ ტერაქტის ამსახველი ვიდეოკადრები არ გაავრცელონ. France Press-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი შეიარაღებული ეჭვმიტანილი მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარში მიიმალა. მედია საშუალებებით ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ. BBC-ის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 2 ადამიანი. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო AFP-ის ინფორმაციით დაიღუპა 4 ადამიანი. შეგასენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბარსელონაში, ერთ-ერთ ტურისტულ რაიონში მიკროავტობუსი ხალხში შევარდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)