02:35 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-15 13:35:47, 2340 ნახვა

საზოგადოება
განათლების სამინისტრო - სექტემბრიდან, თბილისის 10 სკოლას ვაშლებით მოვამარაგებთ

ახალი სასწავლო წლიდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისის მასშტაბით 10 სკოლას ვაშლით მოამარაგებს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" უწყებაშ განუცხადეს.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული კამპანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება.

მათივე თქმით, თავდაპირველად სამინისტრო დედაქალაქის მასშტაბით 10 ყველაზე დიდ სკოლას შეარჩევს და მათ მოამარაგებს. ამის შემდეგ კამპანია საქართველოს მასშტაბით ჩატარდება და ყველა სკოლას მოიცავს.

სამინისტროში განმარტავენ, რომ პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და პირველ ეტაპზე მხოლოდ დედაქალაქის რამდენიმე სკოლას მოიცავს. უწყებაში ამბობენ, რომ სკოლების ვაშლებით მომარაგებაზე ტენდერი გამოცხადდება. 

"სამინისტრო თბილისის რამდენიმე დიდკონტინგენტიან სკოლაში საპილოტე პროექტს განახორციელებს - კვირაში ერთხელ მოსწავლეები დასვენებაზე ვაშლს მიიღებენ, რაც  წინაპირობა გახდება იმისა, რომ სამინისტროს მიერ ინიცირებულ კამპანიაში, შემდეგში მოსწავლეთა მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ.

სკოლებში ვაშლის შეტანა სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდი გაგრძელდება და მასში 10 სკოლის 20 000-მდე ბავშვი ჩაერთვება. 2017-2018 სასწავლო წელს კი, პროექტი  ქვეყნის მასშტაბით, სხვა სკოლებსაც მოიცავს", - აცხადებენ განათლების სამინისტროში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics