14:05 - 22 Oct, 2026
|
2017-08-14 18:04:29, 2718 ნახვა
მსოფლიო
სიერა ლეონში მეწყერი ჩამოწვა - დაღუპულია 300-ზე მეტი ადამიანი
სიერა ლეონში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. საინფორმაცია სააგენტო AFP სულ მცირე 180 დაღუპული ადამიანის შესახებ წერს, მაშინ, როდესაც წითელი ჯვრის მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 312-მდე გაიზარდა. მედია საშუალების ინფორმაციით, მეწყერი ქალაქ რიჯენტთან ახლოს ჩამოწვა. სტიქიის ზონაში ასობით სახლი განადგურებულია. ამასთან, მაშველების თქმით, ნანგრევების ქვეშ უამრავი ადამიანი მოჰყვა, რის გამოც მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. ადგილზე სამძებრო - სამაშველო ოპერაცია საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. ათასობით ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)