22:18 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-14 16:41:02, 971 ნახვა

რეგიონი
მთიან აჭარის ტურისტულ ადგილებს ულამაზესი ტბა შეემატა

მთიან აჭარას ახალი ტურისტული ადგილი “შავი ტბა” შეემატა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპატამენტის ინფორმაციით,  სიმწვანეში ჩაფლული ულამაზესი ტბა  გოდერძის უღელტეხილზე არსებული მწვანე ტბის წრიულ მარშრუტზე მდებარეობს.

მათივე ინფორმაციით, აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტბის მარკირებასა და ტურისტულ მარშრუტში ჩასმას შემდეგი წლისთვის გეგმავს.

 მანამდე კი ახალი ტურისტული ადგილი სააგენტომ გიდებს, ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებს მწვანე ტბის წრიულ მარშრუტზე ორგანიზებული ინფოტურისას გააცნო.

„შავი ტბა გოდერძის უღელტეხილიდან 11.5 კმ -ში,  ზღვის დონიდან დაახლოებოთ 1900 მეტრზე მდებარეობს. ტბა გარშემორტყმულია ალპური ტყით და ჭაობისათვის დამახასიათებელი მცენარეებით.  ვინაიდან ტყეში მდებარე შავი ტბა, მასთან მისასვლელი სამანქანე გზის არ არსებობის გამო საკმაოდ ძნელად მისადგომია ერთ-ერთი მყუდრო ადგილია პიკნიკის, კემპინგისა და სათავგადასვლო ტურის მოყვარულებისთვის. ჩვენ ვგეგმავთ გარემოს დაცვის სამართველოსთან ერთად შევისწავლოთ ტბა, რის შემდეგაც მოხდება მისი მარკირება. შავი ტბის სახით მთიან აჭარაში მოგზაურობისა და სათავგადასავლო მარშრუტების გავლის მსურველებს კიდევ ერთი ულამაზესი ადგილი ექნებათ მოსანახულებელი,“ განაცხადა აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

მწვანე ტბის წრიულ მარშრუტზე ორგანიზებული ორდღიანი ინფოტურის მონაწილეებმა ხულო, დანისპარაული,  მწანე ტბა, გოდერძი და კურორტი ბეშუმი დათვალიერეს.

ისინი ასევე დაესწრნენ სახალხო დღესასწაულს „შუამთობა“ და კურორტ გოდერძიზე ოთხი სასტუმროს საფუძვლის ჩაყრას.

ინფოტურში ასევე  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და აჭარის ოფროუდ კლუბის  წევრები იმყოფებოდნენ. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics