|
2017-08-11 20:10:49, 1037 ნახვა
სამხედრო
სამხედრო ექიმებმა პროფესიული დღე აღნიშნეს
11 აგვისტოს სამხედრო მედიცინის დღე აღინიშნება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა. უწყების ცნობით, წვრთნაში მონაწილეობა დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების სამედიცინო სტრუქტურების წარმომადგენლებმა მიიღეს. გეგმიურ საველე სწავლებას სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი დაესწრო. მან სამხედრო ექიმებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა, მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ეგიდით საველე სამედიცინო სწავლება 7 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდა. სწავლების მიზანს სხვადასხვა ქვედანაყოფის სამედიცინო სტრუქტურების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება და სამედიცინო ევაკუაციის მეთოდების დაუფლება წარმოადგენდა. სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა სწავლების მიმდინარეობისა და სპეციფიკის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე დეტალური ინფორმაციაც მოისმინა. პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმა წვრთნები დადებითად შეაფასა და მსგავსი სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)