|
2017-08-11 11:42:51, 2411 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორის მოადგილე: მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას მხოლოდ ვიზის აღების შემთხვევაში შეძლებს
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის ევგენი ენინის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას მხოლოდ ვიზის აღების შემთხვევაში შეძლებს. როგორც ენინი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, პირებს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ხელშეწყობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ. "სააკაშვილის (მოქალაქეობის არმქონე პირის, თუ არ დადასტურდება ინფორმაცია მესამე ქვეყნების პასპორტის არსებობის შესახებ) შეშვება უკრაინაში შესაძლებელია მხოლოდ ვიზის გაფორმების შემდეგ. ნებისმიერი პერფორმანსები აქტივისტების გარემოცვაში და საზღვრის არალეგალური გადაკვეთა იძლევა 100%-იან სამართლებრივ საფუძველს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისთვის, ხოლო პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ საზღვრის უკანონო გადაკვეთას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ (და არ თქვათ მერე, რომ არ იყავით გაფრთხილებული). სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების დროს დაშვებული დარღვევების გამო პასუხი უნდა აგონ შესაბამისმა მაღალჩინოსნებმა, თუმცა თავის შეცდომაზე პასუხი უნდა აგოს მოქალაქე სააკაშვილმაც, რომელმაც ჯვარი დასვა გრაფაში - უცხო ქვეყანაში სამართლებრივი დევნა და გამოძიება ჩემს წინააღმდეგ არ მიმდინარეობს“, - განმარტა ენინმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)