|
2017-08-10 19:51:51, 2807 ნახვა
მსოფლიო
პარიზის გარეუბანში სამხედროებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია
პარიზის გარეუბანში სამხედროებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 36 წლის ალჟირელია, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელი სპეცსამსახურებისთვის ცნობილი პირი არ იყო და საფრანგეთში ლეგალურად იმყოფებოდა. როგორც მედია წერს, მამაკაცი ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული. სამართალდამცველების თქმით, მათ ცეცხლის გახსნა მოუწიათ, როდესაც მამაკაცმა მიმალვა სცადა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფრაგული მედიის ცნობით, დაკავების დროს თავდამსხმელი შეიარაღებული იყო. შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში მამაკაცი ქვეითად მოსიარულე სამხედროებს დაეჯახა, რის შედეგადაც 6 სამხედრო დაშავდა. გამოძიების ცნობით, თავდასხმა დაგეგმილი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)