|
2017-08-10 15:43:25, 1465 ნახვა
სხვადასხვა
სახლს, რომელშიც „ჰარი პოტერი“ დაიბადა, აუქციონზე გაყიდიან (ფოტოები)
სახლს, რომელშიც ჯოან როულინგის პერსონაჟი - ჰარი პოტერი დაიბადა, აუქციონზე გაყიდიან, - ამის შესახებ Telegraph იუწყება. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, სახლის საწყისი ფასი 995 ათასი ფუნტია, რაც დაახლოებით 1,3 მილიონი დოლარია. 2016 წელს მედიაში ვრცელდებოდა ინფომრაცია, რომ იყიდებოდა "ჰარი პოტერის" კიდევ ერთი პერსონაჟის, ჰერმიონა გრეინჯერის სახლი, რომლის ფასი 2.4 მილიონი ფუნტი იყო. "ჰარი პოტერის" ფილმის სცენარის თანახმად, სახლი სკოლის ("ჰოგვარტსის") დირექტორის ალბუს დამბლდორის მშობლიურ ქალაქში, გოდრიკის ღრმულში მდებარეობს, სადაც ჰარი პოტერი დაიბადა და სადაც მისი მშობლები ვოლდემორტმა მოკლა. როგორც მედია საშუალება წერს, რეალურად აღნიშნული სახლი საფოლკში, სოფელ ლავენჰემში მდებარეობს. სახლი XIV-XVII საუკუნეებში ინგლისში უმდიდრეს ოჯახს, დე ვერებს ეკუთვნოდა. ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ მეფე ჰენრი XVIII ამ სახლს 1498 წელს ნადირობის დროს სტუმრობდა. სახლში 6 საძინებელი, ოთახი ხატვისთვის, მისაღები, სასადილო და 2 სამზარეულოა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|












ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)