|
2015-04-24 17:49:53, 739 ნახვა
ეკონომიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ფიზიკური პირების უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის 5%-ით დაბეგვრის ინიციატივით გამოდის
„ნაციონალური მოძრაობა“ ფიზიკური პირების უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაბეგვრის ინიციატივით გამოდის. აღნიშნულმა პარტიამ ეს ცვლილება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შეიტანა და პროექტი პარლამენტს წარუდგინა. პროექტი „პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის“ კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა გიგი წერეთელმა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, კომერციულ ფართებთან მიმართებაში გადასახადების შემცირებით, უფრო მეტი ადამიანი გააფორმებს სწორ ხელშეკრულებებს და გადასახადის სახით ბიუჯეტში უფრო მეტი თანხა შევა, რაც, დეპუტატის თქმით, ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს. „თუ კი იქნება დაბალი გადასახადი, თუ საუბარია 5%-ზე და ბინების გაქირავებაზე, იგივე შეღავათი იყოს ფიზიკური პირების ქონებაზე, რომელსაც იგი გააქირავებს. დარწმუნებული ვართ, რომ შემოსავალი იმაზე ნაკლები არ იქნება, რაც იყო. ასეთ შემთხვევაში მთავრობას შემდგომში შეეძლება გაამკაცროს სანქციები გადაუხდელობის შემთხვევაში. ჩვენი აზრით, დიდი სიამოვნებით გადაიხდის 5%-ს ფიზიკური პირი, ვიდრე 20%-ს. ფაქტიურად ჩვენ რას ვხედავთ, რომ ამ მაღალი გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, აფორმებენ სხვა თანხაზე ხელშეკრულებებს და შემცირების შემთხვევაში არ დასჭირდებათ“,-განაცხადა წერეთელმა. „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა კვიჟინაძემ მხარი არ დაუჭირა და აღნიშნა, რომ 5%-ის დაწესების შემთხვევაში, შემოსავლების კუთხით სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარით ნაკლებს მიიღებს. „მთავრობასთან შეთანხმების გარეშე ათეულობით მილიონი შევამციროთ, ჩემი აზრით არ იქნება სწორი. პრინციპზე არ ვარ წინააღმდეგი მაგრამ ეს არის სამუშაო. მინდა ასევე გითხრათ, ეკონომიკური ზრდა 2009 წელს მინუსი იყო და მაშინ არ შემოუღიათ, 5% მაშინაც არ ყოფილა. მთავრობის გარეშე ამის მიღება შეუძლებელია“,-აღნიშნა კვიჟინაძემ. შეგახსენებთ, „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება რამდენიმე დღის წინ მთავრობამ შეიტანა, რომლის თანახმადაც ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავალი, დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5 %-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 20%-ისა. ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი სახლის და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტომანქანის მიწოდების შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი დაიბეგრება 5 პროცენტით, ნაცვლად არსებული 20 პროცენტისა; არარეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი დაიბეგრება გადახდის წყაროსთან 5 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად არსებული 10 პროცენტიანი განაკვეთისა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)