20:35 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-09 11:15:33, 811 ნახვა

რეგიონი
ყვარელში ხსოვნის საღამო "მე მახსოვს აგვისტო" გაიმართა

8 აგვისტოს, 8 საათზე, ყვარელში, მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ ახალაგზრდების მიერ ორგანიზებული ღონისძიება "მე მახსოვს აგვისტო" გაიმართა.

ღონისძიება ღია ცის ქვეშ მოეწყო და 1 საათი გაგრძელდა. საზოგადოების წევრებმა, პოეტებმა და ომში დაღუპული მებრძოლების ახლობლებმა  და ომში დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს. ღონისძიებაზე ყვარლის მუნიციპალიტეტში დაღუპული მებრძოლები ილია შავერდაშვილი, ზურა ტურაშვილი, გელა მებაღიშვილი და დავით ელიზბარაშვილი განსაკუთრებულად მოიგონეს. ისაუბრეს მათი ბავშობის, განვლილი გზისა და ომში ყოფნის პერიოდზე.

ღონისძიება სპონტანური სახის იყო და მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მოეწყო. დასრულებისას სიმბოლურად სანთლები აანთეს, ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის უკვდავსაყოფად და 08.08.08 გამოსახეს.

საღამოზე 15 წუთიანი დოკუმენტური ფილმიც უჩვენეს. შეკრებილებს კი გულზე დასაბნევად ყაყაჩოები დაურიგეს. ღონისძიების ბოლოს შეკრებილმა საზოგადოებამ ერთობლივად შეასრულა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

ღონისძიებას ომში დაღუპულ მებრძოლების ახლობლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები და საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics