20:34 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-09 11:10:23, 603 ნახვა

რეგიონი
მაღალმთიან აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების კვლევა ჩატარდა

ასოციაციამ „ერთმანეთისთვის" ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველო" მხარდაჭერით მაღალმთიან აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების კვლევის შედეგების პრეზენტაცია წარმოადგინა.

როგორც პრეზენტაციის შეჯამებისას ასოციაცია „ერთმანეთისთვის“  ხელმძღვანელმა სოფიო ბაკურაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია  რეგიონის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმმართველობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სერვის პროვაიდერების კოორდინირებული ძალისხმევა ამ მიმართულებით.

„კვლევა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სათემო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ხარისხის გაზრდის, ინკლუზიური განათლების წვდომის გაფართოების, სათემო კავშირების გაძლიერების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის ხარისხის გაუმჯობესების მიმათულებით. მნიშვნელოვანია ასევე რეგიონის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმმართველობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სერვის პროვაიდერების კოორდინირებული ძალისხმევა ამ მიმართულებით" - აღნიშნა ბაკურიძემ.

 კვლევის ფარგლებში ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში გამოიკითხა 547 შეზღუდული შესაძლებლებების მქონე პირი.

კვლევის მიზანია სათემო სერვისების საჭიროებების იდენტიფიცირება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის შესაბამისი პროგრამების ინიცირებასა და იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერაა.

მაღალმთიან აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების ირგვლივ კვლევებით წარსდგენენ ასევე „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრის" დამფუძნებელი გიორგი გელეიშვილი და ორგანიზაციის „ხელი ხელს" დამფუძნებელი და შშმ პირთა და მშობელთა ორგანიზაციების კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე მაია შიშნიაშვილი. მათ აჭარის რეგიონში სათემო ფსიქიატრიული სერვისების განვითარების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.

პროექტის პარტნიორია „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი", რომელიც აქტიურად მუშაობს სათემო ფსიქიატრიული სერვისის განვითარებაზე, კერძოდ, ცენტრის ინიციატივით ხორციელდება აქტიური (ასერტიული) სათემო ფსიქიატრიული მომსახურების მოდელის განვითარება საქართველოში.

პრეზენტაცია ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მას რეგიონის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics