|
2017-08-08 14:59:15, 2732 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი ლიტვაშია
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან ლიტვაში ჩავიდა. ამის შესახებ იგი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ყოველთვის სასიამოვნოა ძმურ ლიტვაში ყოფნა. განსაკუთრებით ლიტვური დამოუკიდებლობის დამაარსებელ ჩემ მეგობრებთან: ვიტაუტას ლანდსბერგისთან, მინისტრებთან, მთავრობის წევრებთან და პრეზიდენტობის კანდიდატებთან. ლიტველებს უკრაინის და საქართველოს მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადე. ასევე მადლიერი ვარ მათი ჩემს მოქალაქეობასთან დაკავშირებული პოზიციის გამო“, - წერს სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა. იმ დროისთვის სააკაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ოფიციალურად არცერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ არის, რამდენიმე დღის წინ, აშშ-დან პოლონეთში ჩავიდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში შესვლისას არავითარი პრობლემა არ შექმნია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)