23:53 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-07 13:07:39, 2137 ნახვა

საზოგადოება
ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" აქტიური ჩართულობით, ქვეყნის მასშტაბით, 12 საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა ტრენინგები თემაზე - “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია“.

კვირეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრთან და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან  მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, კვირეულის მიზანი იყო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის საკითხებზე.

ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) როგორც  დანაშაულის ძირეულ საკითხებზე, თუ რა არის ტრეფიკინგი, რა სამართლებრივი თუ ინსტიტუციური მექანიზმებით ებრძვის სახელმწიფო ამ დანაშაულს, როგორ უნდა დაიცვან თავი შრომითი თუ სექსუალური ექსპლუატაციისგან, ვის უნდა მიმართონ ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევის დროს და რა სახელმწიფო სერვისებია ხელმისაწვდომი ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის/დაზარალებულთათვის. ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა იმართება, რომელიც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ორგანიზებულია.

კვირეული ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 30 ივლისს დაიწყო.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics