|
2017-08-07 10:37:21, 882 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ხულოში ალპური ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ხულოს ალპური ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მასთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი იმყოფებოდნენ. მათივე ინფორმაციით, ალპური ბოტანიკური ბაღის გაშენების სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე მომზადებულია არსებული ტერიტორიის ტოპოგრაფიული რუქა. დამუშავებულია ტერიტორიის ზონირების ინფრასტრუქტურული და საინჟინრო რუქები. ასევე მომზადდა და დამტკიცებულია ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების დოკუმენტი. მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდა ტერიტორიის შემოღობვის სამშენებლო სამუშაოები. ალპური ბოტანიკური ბაღით საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაინტერესდა. ორგანიზაცია "მერსი ქორფსი"-ის დაფინანსებით შეძენილია სამშენებლო პროექტი, რომელიც ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრის, ბილეთების გასაყიდი ჯიხურის, საპირფარეშოების, სეპტიკების, ავტოსადგომის, მეფუტკრის სახლის და ტერიტორიის შემოღობვის მშენებლობას მოიცავს. გოდერძის ალპური ბაღის დაფუძნების მიზნით 2016 წელს ა(ა)-იპ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტმა უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადასცა ხულოს რაიონში კურორტ ბეშუმში მდებარე 96 344,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამავე წელს "აჭარის წყალი ჯორჯია"-სა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ალპურ ბაღში რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად 100,000 აშშ დოლარით კომპანიამ დააფინანსა სამუშაოები. თანხის ჩარიცხვა 2 ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპის ფარგლებში მიმდინარეობს ავტოსადგომის საპირფარეშოების, სეპტიკების და კანალიზაციის, ბილეთების გასაყიდი ჯიხურის სამშენებლო სამუშაოები. შემდეგ ეტაპზე მიმდინარე წელს დაგეგმილია მეფუტკრის სახლისა და ხის სახლის მშენებლობა, რაზედაც გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი. ამავდროულად მიმდინარეობს წყაროს, საპიკნიკე სივრცის, გზების და ბილიკების მოწყობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. (NS)
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)