22:47 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-05 17:22:46, 2360 ნახვა

საზოგადოება
გორის ჰოსპიტალს ელექტრონული ჯანდაცვის ლიცენზიები გადაეცა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას გორის სამხედრო ჰოსპიტალის ელექტრონულ ჯანდაცვაზე გადასვლისთვის საჭირო ლიცენზიები გადასცა.

ღონისძიების დასაწყისში მინისტრებმა ავღანეთში თავდასხმის შედეგად უმცროსი სერჟანტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს და წუთიერი დუმილით მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

მათვე გორის სამხედრო ჰოსპიტალის ეზოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მედიკოსების მემორიალური დაფა მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5000 ლიცენზია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო დოკუმენტების გაწერილი სტანდარტებით ელექტრონულად წარმოების საშუალებას მისცემს.

„სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი, სხვადასხვა პროგრამის საშუალებით, ისტორიებს ელექტრონულად უკვე აწარმოებს. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე არ არსებობდა საერთო სტანდარტი, რომელიც სისტემის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას უზრუნველყოფდა. ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა მკურნალ ექიმსა და პაციენტს სამედიცინო ისტორიაზე, გადატანილ დაავადებებზე, ჩატარებულ დიაგნოსტიკურ კვლევებსა და იმუნიზაციის სტატუსზე სრულყოფილად წვდომის საშუალებას მისცემს. ასევე, უზრუნველყოფს პაციენტების ინფორმირებულობას ინდივიდუალური რეკომენდაციების, დანიშნულების და ჩასატარებელი კონსულტაციების შესახებ. სისტემის საშუალებით, შესაძლებელი გახდება მკურნალობის პროცესში არასაჭირო - დუბლირებული კვლევებისა და დანახარჯების თავიდან აცილება. ელექტრონული სისტემა კლინიკებს, ჯანდაცვის სამინისტროსა და პაციენტს შორის სამედიცინო მოვლის ხარისხისა და ფინანსური ბალანსის შესახებ სრულყოფილ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. მისი საშუალებით, სამედიცინო დოკუმენტაციის რაციონალურად წარმოება და ჯანდაცვის პროექტების ხარჯთეფექტური მართვა იქნება შესაძლებელი“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics