21:39 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-03 12:36:14, 2241 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდში საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე მოხალისეებს ტრენინგი ჩაუტარდათ

ზუგდიდში, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე 40 - მდე მოხალისეს ტრენინგი ჩაუტარდა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგის თემა  - „საარსებო წყაროები და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2016-2017 წწ. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროგრამები“ იყო.

უწყების ინფორმაციით, ტრენინგზე მოხალისეებმა  დეტალური ინფორმაცია მიიღეს  სააგენტოს პროგრამებსა და ქვეყანაში მოქმედ სხვა სახელმწიფო საარსებო წყაროების პროგრამებზე, როგორებიცაა: კოოპერატივების შექმნისა და განვითარების, აგროდაზღვევის, პროფესიული განათლებისა და სხვა პროგრამები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მოხალისეები, კონკრეტულ მისამართებზე, კარდაკარის პრინციპით, პირადად შეხვდებიან დევნილ ოჯახებს, გააცნობენ სახელმწიფო საარსებო წყაროების პროგრამებს და მათში ჩართვის პროცედურებს.

ჯამში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 3000-ზე მეტი დევნილი ოჯახი პირადად გაეცნობა საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამებს.

მოხალისეებს გადაეცათ ბეჭდური მასალები, რომლებსაც ისინი დევნილ ოჯახებს დაურიგებენ.

ანალოგიური საინფორმაციო კამპანიის დაწყებას სააგენტო შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონებშიც გეგმავს. კამპანიის დასრულების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით, 6000 - ზე მეტ დევნილ ოჯახს ექნება ინფორმაცია საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

კამპანია მიმდინარეობს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის 2016-2017 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

საინფორმაციო კამპანიის განხორციელებაში დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი ZRDA.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics