|
2017-08-02 12:54:45, 4130 ნახვა
საზოგადოება
მაია მიმინოშვილის განცხადებით, უნარებთან დაკავშირებით აპელაციას აზრი არ აქვს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ მაია მიმინოშვილისთვის გაუგებარია აბიტურიენტთა პრეტენზიები, რომ თუ ზოგადი უნარების გამოცდის მესამე ვარიანტში დაიწია ბარიერმა, სხვა ვარიანტებსაც დაეწიოთ. მიმინოშვილის თქმით, არსებობს წესი, რომლის მიხედვითაც მესამე ვარიანტში გამსვლელი 21 ქულა დადგინდა. „რას ნიშნავს დაეწიათ ბარიერი სხვა ვარიანტშიც? წესი წესია, გათანაბრება არსებობს, გათანაბრების შემდეგ დაფიქსირდა მესამე ვარიანტში 21 გამსვლელი ქულა“,-აღნიშნა მაია მიმინოშვილმა და დასძინა, რომ ზოგად უნარებთან დაკავშირებით აპელაციას აზრი არ აქვს. „უნარების გასწორებაში გამსწორებლები არ არიან ჩართულები და სკანერით მოწმდება. თეორიულად არ არის შანსი იმისა, რომ სხვა შედეგი დადგეს. აქედან გამომდინარე, ამ სტატისტიკურ მონაცემებს უნარების შემთხვევაში ვაქვეყნებთ. რაც შეეხება სხვა გამოცდებს, სადაც რამდენიმე ვარიანტია გამოყენებული, იქ როდესაც დასრულდება აპელაცია, სტატისტიკურ მონაცემებს მას შემდეგ გამოვაქვეყნებთ“,-განმარტა მაია მიმინოშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას. როგორია საგამოცდო ვარიანტების სირთულის დადგენის პროცედურა და მეთოდოლოგია? ვინაიდან აბსოლუტურად იდენტური ვარიანტების შემუშავება თეორიულადაც კი შეუძლებელია, მიღებული ქულების შესადარებლად, აუცილებელია გათანაბრების მექანიზმის გამოყენება. კერძოდ, გამოცდაში ტესტის რამდენიმე ვარიანტის შემთხვევაში, ჯერ ხდება ქულების გათანაბრება, (გათანაბრების შედეგად, ყოველი აბიტურიენტი იღებს გათანაბრებულ ქულას), ხოლო შემდეგ ყველა ქულის ერთ სტანდარტულ სკალაზე გადასატანად, ხდება ქულების სკალირება და ყოველ აბიტურიენტს ენიჭება თავისი სკალირებული ქულა. რაც შეეხება იმას, თუ რა პრინციპს ეყრდნობა ქულების გათანაბრების მექანიზმი, ითვლება ის, თუ რა ქულას მიიღებდა აბიტურიენტი, სხვა ვარიანტი რომ დაეწერა. ანუ, აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა არის ის სავარაუდო ქულა, რასაც მიიღებდა, ტესტის ყველაზე მარტივი ვარიანტი რომ დაეწერა. როგორ შეიძლება იმის დადგენა, თუ რა ქულას მიიღებდა აბიტურიენტი იმ ვარიანტში, რომელიც მას არ დაუწერია? შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტების დიდი რაოდენობის გამო (თითოეულ ვარიანტს დაახლოებით 9-10 ათასი აბიტურიენტი წერს), საკმაოდ ზუსტ წარმოდგენას ამაზე ქმნის ეგრეთ წოდებული პროცენტილების მეთოდი, რომლითაც დგინდება, თავის ვარიანტში რამდენ პროცენტს აჯობა აბიტურიენტმა, შემდეგ ხდება მოძებნა სხვა ვარიანტებში ისეთი თეორიული ქულის, რომლის მიმღები აბიტურიენტიც იმ ვარიანტში ზუსტად იმდენსავე პროცენტს აჯობებდა. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 200-მდე აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი აბიტურიენტთა 15%–მა ვერ გადალახა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის თქმით, შარშანაც იგივე შედეგები დაფიქსირდა. ჩაჭრილი 15%-დან დაახლოებით 12% ქართულენოვანი აპლიკანტები არიან. რთულ ვარიანტად მესამე ვარიანტი გამოცხადდა. აქედან გამომდინარე, ამ ვარიანტში გამსვლელი ქულა 21-ია, სხვა ვარიანტებში კი- 24. სააპელაციო პროცესი ყველა გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდეგ დაიწყება და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)