|
2017-08-01 11:18:26, 693 ნახვა
სამხედრო
გიორგი მარგველაშვილი და მაიკ პენსი „ღირსეული პარტნიორის“ ქართულ და ამერიკულ კონტინგენტს შეხვდებიან
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან ერთად დღეს წვრთნების „ღირსეული პარტნიორი" ქართულ და ამერიკულ კონტინგენტს შეხვდება და მრავალეროვან სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართავს. "თავისთავად, ეს წვრთნები უაღრესად მნიშვნელოვანია, რომელიც მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და ნატოსთან თავსებადობის ასამაღლებლად. პრეზიდენტს ექნება მიმართვა შეიარაღებული კონტინგენტისათვის, სადაც ხაზს გაუსვამს, როგორც ჩვენს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, ასევე ისაუბრებს და წარადგენს მის ხედვას საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და იმ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც შექმნილია საქართველოს ირგვლივ. საქართველოს პრეზიდენტს მანამდე ექნება საშუალება და ექნება კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან, სადაც განხილული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დაკავშირებულია საქართველო-ამერიკის ურთიერთობების მომავალთან", - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში თენგიზ ფხალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)