|
2018-06-05 18:47:07, 2584 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აშშ-ის ენერგეტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორი სპეციალური მანქანა საჩუქრად გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აშშ-ს ენერგეტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საჩუქრად გადასცა ბირთვული და რადიაციული საფრთხეების აღმომჩენი ორი სპეციალური მანქანა, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები აღნიშნული ავტომანქანების მეშვეობით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ქიმიური, ბირთვული, რადიაციული და ბიოლოგიური მიმართულებით არსებული პოტენციური საფრთხეების პრევენციას, აღმოჩენას და მათზე შემდგომ რეაგირებას უზრუნველყოფენ. მიმდინარე წლის 14-18 მაისს აშშ-ს ენერგეტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპერტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საშიშროების აღმოჩენის სპეციალური სამმართველოს 18 თანამშრომელს 5 დღიანი ტრენინგი ჩაუტარეს, რომელიც ბირთვული და რადიაციული საფრთხეების აღმომჩენი მანქანების მუშაობის მექანიზმის შესწავლას და მათ სწორად გამოყენებას მოიცავდა. კურსი თბილისში, ამავე სამმართველოს განახლებულ ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა. კურსდამთავრებულებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ, შინაგან საქმეთა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ყაყიჩაშვილმა და აშშ-ს ენერგეტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბირთვული კონტრაბანდის აღმოჩენისა და შეკავების დანაყოფის რეგიონულმა მრჩეველმა სანდრო ვოლსკიმ შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს.
(NS)
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)