2015-04-24 09:51:33, 488 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი ბელარუსის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 10 წლის შვილთან ნიკოლაი ლუკაშენკოსთან ერთად საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს.
ასევე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ერთად ალექსანდრე ლუკაშენკომ და ბელარუსის სახელმწიფო დელეგაციამ სამების საკათედრო ტაძარი მოილოცეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან