16:23 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-29 15:09:32, 1003 ნახვა

სხვადასხვა
„ელიავას“ მესაკუთრეები, მცირე და საშუალო მეწარმეები თბილისის მერს, საკრებულოს თავმჯდომარესა და „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს ღია წერილით მიმართავენ

“ელიავას” მესაკუთრეები, მცირე და საშუალო მეწარმეები თბილისის მერს, საკრებულოს თავმჯდომარესა და "სითი ინსტიტუტის" წარმომადგენლებს ღია წერილით მიმართავენ.

მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ქ. თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს

‘სითი ინსტიტუტის” თანახელმძღვანელს, ბატონ მერაბ ბოლქვაძეს

 ცნობილია, რომ მიმდინარეობს საჯარო განხილვები უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო წრეებში ‘სითი ინსტიტუტის” მიერ შემუშავებული მიწათსარგებლობის გენ-გეგმის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომ დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს საკრებულოს. ბატონმა მერაბ ბოლქვაძემ აღნიშნულ განხილვებზე რამოდენიმეჯერ გააჟღერა მზაობა გაითვალისწინოს შენიშვნები , შეხედულებები და მოსაზრებები  საზოგადოების მხრიდან , რათა შემდგომში მოხდეს მათი ასახვა მიწათსარგებლობის გენ-გეგმაში.

 “ელიავას” ბაზრობაზე დასაქმებულ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან და აგრეთვე მესაკუთრეებთან დღემდე არ შემდგარა განხილვები მიწათსარგებლობის გენ-გეგმასთან დაკავშირებით, რათა გათვალისწინებულიყო იმ ადამიანების საზოგადოებრივი აზრი , რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქალაქის და კონკრეტულად, ამ ადგილის გალამაზებით, თავიანთი ოჯახების კეთილდღეობით და მათ მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე სხვისი ოჯახების კეთილდღეობითაც. სწორედ, მათი შრომითაც ფინანსდება აღნიშნული გენ-გეგმაც.

ეს ის საზოგადოებაა, რომელიც მონაწილეობას იღებდა და იღებს არჩევნებში, რომელთა უკან დგანან ოჯახები, მეგობრები, ნათესავები. ელიავაზე დასაქმებულთა შორის არიან ტექნიკური და სხვა უნივერსიტეტების ყოფილი ლექტორებიც, რომლებიც სოციალურმა პირობებმა აქ მოიყვანა თავის სარჩენად. სხვა ბაზრობებზე დასაქმებულები აკვირდებიან და სოლიდარობას უცხადებენ ელიავაზე დასაქმებულთა აზრს, ხედვებს და მოსაზრებებს.

 როგორც “სითი ინსტიტუტის” სამოქმედო დოკუმენტშია ნათქვამი , მიწათსარგებლობის გენ-გეგმა უნდა იყოს საზოგადოებრივი თანხმობის დოკუმენტი (და არა უკმაყოფილებისა და უთანხმოების). ამრიგად, გათვალისწინებული უნდა იყოს “ელიავაზე” დასაქმებულთა და მესაკუთრეთა აზრიც, რათა ეს დოკუმენტი გახდეს კერძო სუბიექტების ინტერესების და სახელმწიფოს ურთიერთთანხმობის დოკუმენტი, როგორც ეს სივრცით მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონშია დაწერილი.

ბატონო დავით, გთხოვთ, გვაცნობოთ უახლოეს დღეებში (ივლისის თვეში) შეხვედრის კონკრეტული დრო და თარიღი, საკრებულოში მიწათსარგებლობის გენ.-გეგმის  წარდგენამდე და განხილვებამდე (ერთი თვით ადრე), კონკრეტული პუნქტის –“ელიავას” ტერიტორიის მოწყობის საკითხებთან დაკავშირებით, სადაც თქვენთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრებიან “სითი ინსტიტუტის”  თანახელმძღვანელი ,ბატონი მერაბ ბოლქვაძე, ,”ელიავას” მეწარმეები და მესაკუთრეები, რათა გათვალისწინებული იყოს მათი შეხედულებებიც და ხედვებიც და  მიწათსარგებლობის გენ-გეგმა გახდეს საზოგადოებრივი თანხმობის დოკუმენტი“, - ნათქვამია მიმართვაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
2025 წელს საქართველო წმინდა კრედიტორი გახდა; ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზეგავლენის მორიგი განახლება
პროკურატურამ ბურჭულაძეს, მის ყოფილ მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო არ გაუფორმა
ზურაბ ადეიშვილი უკრაინის პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
ComCom-მა „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics