|
2017-07-29 13:59:49, 2455 ნახვა
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მცირედით დაიკლებს
სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მცირედით დაიკლებს. როგორც "ექსპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 29-31 ივლისს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ასევე იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დღეს და ხვალ 30-32 გრადუსი იქნება. „აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ქარი ხვალაც შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში კი, ხვალიდან უკვე გამოიდარებს. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ტემპერატურა გუშინდელთან შედარებით დაკლებულია. დღეს და ხვალ შედარებით დაბალი ტემპერატურული ფონი შენარჩუნდება 30-32 გრადუსი“, - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ. მისივე თქმით, 2-3 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)