|
2017-07-28 15:39:14, 735 ნახვა
სამხედრო
სერჟანტთა მომზადების ცენტრში დრილ სერჟანტის კურსი დასრულდა
კოჯორში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში დრილ სერჟანტის 5 კვირიანი კურსი დასრულდა. თვადცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის დასრულების ცერემონიალს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე დაესწრო. მათივე ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს სამხედროებმა დრილ სერჟანტის კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები მიიღეს. აღნიშნული კურსი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პირველად განხორციელდა. დრილ სერჟანტების მთავარი ამოცანა საქართველოს შეიარაღებული ძალების რეკრუტთა პირადი შემადგენლობის გაწვრთნა და პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეებად ჩამოყალიბება იქნება. აღნიშნული კურსი, საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროს სერჟანტთა შემადგენლობისთვის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს. დრილ სერჟანტთა კურსი 9 მსმენელმა დაასრულა. 5-კვირიან სასწავლო პროგრამაში მონაწილე პირადი შემადგენლობა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს საკლასო და საველე პირობებში გადიოდა. სამხედროებმა საცეცხლე და სამედიცინო მომზადება, კავშირგაბმულობა, სხვადასხვა სახის დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და სხვა სამხედრო დისციპლინები გაიარეს. კურსის მსმენელებს აშშ-ში დრილ სერჟანტთა აკადემიის „ფორტ ჯექსონის“ აკადემიის კურსდამთავრებული ქართველი ინსტრუქტორები ამზადებდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)